მთავარი » 2011 » მაისი » 26 » სიყვარულის 10 გაზაფხული.. 2
13:55
სიყვარულის 10 გაზაფხული.. 2



ლილე უნივერსიტეტში ძალიან აღელვებული მივიდა, თან ეცინებოდა, თან ზურას სიტყვები აფიქრებდა, მართლა რომ გადაკიდებოდა და თავი არ დაენებებია მისთვის მერე რას იზამდა?
-ლილე სად დაფრინავ?
-გუშინ ისეთი რაღაც დამემართა, თავი კინოში მგონია
-გუშინ ჩვენთან ერთად არ იყავი? ღამე საწოლმა გადმოგაგდო?
-არა, სახში რო მივედი ვიღაც უცნობი ტიპი დამხვადა კარებთან, ნასვამი და გალახული, სახში შევიყვანე
-სულ გააფრინე?
-ისეთი გათიშული იყო, შემეცოდა, თან ისე საცოდავად კრუსუნებდა, მაგარი ნაცემი იყო
-ვინ ყო და რა უბდოდა შენს კარებთან?
-ზურა ანდრონიკაშვილი, 23 წლის , ტრაბახა, მეტიჩარა, ღორმუცელა და უმადური
-ლილე დარწმუნებული ხარ რომ ადრე არ იცნობდი? იმდენი რამე ჩანოთვალე რომ დავიბენი, მაგ ყველაფერს როდის მიხვდი რო ეძინა მაშინ?
-არა დილით ტკბილად ვისაუბრეთ საუზმის დროს, მაგარი უმადური ვიღაცაა, თვითდაჯერებული და რაღაცნაირი, ეშმაკური თვალებით
-სად არი მერე ეგ საოცრება?
-ალბათ თავისთან სახში, მინიმუმ ორი კვირა გარეთ ვერ გამოვა ისეთ დღეშია, სახე სულ დალურჯებულიაქ
-კიდე აპირებ მის ნახვას? და საერთოდ სად ცხოვრობს?
-თუ პირადობის მისამართი ცწორია, ჩემთან ახლოს ნიკოლაძეზე, ტელეფონი არ მივეცი და გაეცინა, რად მინდა ისედაც ვიცი სად ცხოვრობო
-რო გადაგეკიდოს?
-დათოს ვეტყვი
-შენ ძმას მასეთ რაღაცას როგორ ეტყვი?
-უფ, მასეთები მითქვია? ხუთ წუთში აგვარებს პრობლემებს
-გაგიმართლა, აბა ჩემი ძმისთვის სულერთია დღეს ქუჩაში მანქანა თუ გამიტანს და მომკლავს
-ლექცია იწყება, გოგოებს ხმა აღარ ამოუღიათ, ლილესაც აღარ უფიქრია უცნობზე, სახში ძალიან დაღლილი მივიდა, სახლი ისე დატოვა არეული გეგონებოდა იქაურობას ქარიშხალმა გადაუარაო, ცოტა რო დაისვენა სახლის ლაგება დაიწყო, ლაგების დროს კი ზურას დაწერილ სახლის მობილურის და კიდევ რაღაც ოფისისნ ტელეფონის ნომერს წააწყდა, თავი გაიქნია
-ღმერთო რა მეტიჩარაა ამას გონია რო დაურეკავ? მელოდოს, მანამდე არ ეტკინოს არაფერი, თუმცა ლილეს ის ფურცლის პატარა ნაგლეჯი მაინც არ გადაუგდია, ცხოვრება ჩვეულ რითმს დაუბრუნდა, ზურაც არ გამოჩენილა ორი კვირა, ლილემაც დაივიწყა ეს სულელური ისტორია, ისევ საღამო, ისევ ბრუნდება ლილე სახში საკმაოდ გვიან, ისევ არბის სწრაფად კიბებზე და ისევ ჩერდება
-სად დადიხარ ამ შუაღამისას?
-ბატონო?
-ასე გვიან მარტო რატო დადიხართქო
-აქ რას აკეთებ? და ვინ გითხრა რო მარტო ვიყავი?
-შენ გელოდები, ისევ ნასვამი ვარ და ფეხებმა მისით მომიყვანეს აქ
-ხოდა ეხლა მაგ ფეხები წაგიყვანს სასწრაფოდ აქედან
-რატო მეჩხუბები? იმ უგემრიელესი ბულიონის დასაგემოვნებლად მოვედი
-მე აქ ლოთების სასტუმრო და რესტორანი არამაქვს, მემგონი გასაგებად გითხარი რომ აღარ მინდოდა შენი ნახვა
-რატო არ დამირეკე?
-ძაან გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობ? გამოიწიე გამატარე და დაიკარგე, აორთქლდი ჩემი ცხოვრებიდან
-არ უნდა გეკითხა როგორ ვიყავი? იქნებ მოვკვდი?
-კარგი იქნებოდა
-მე რომ მლანძღავ და უზრდელს მეძახი, შენ როგორი ხარ? სტუმარს სახლშიც არ ეპატიჟები და საერთოდ რატო მალაპარაკებ ამდენს კარებთან?
-არავითარ სტუმრებს მე არ ველოდი, თან ბულიონის სურსათი არამაქვს რო გაგიკეთო, გთხოვ წადი სახში, ახალგაზრდა ბიჭი ხარ რატო ანერვიულებ შენებს?
-ყველაფერი მე მოვიტანე, გაუწოდა პროდუქტებით სავსე ცელოფანი ლილეს
-სხვას მიუტანე, სხვამ გაგიკეტოს, გამოიწიე, ძალით კრა ხელი ლილემ და კარებს მოაშორა ზურა, თუმცა სახში შესვლა ვერ მოასწრო ისიც უკან მიჰყვა
-ეხლავე დაურეკავ ჩემ ძმას, რატო არ მანებებ თავს? რა დავაშავე ასეთი? არ უნდა შემომეყვანე იმ დღეს
-ის სითბო და მზრუნველობა მჭირდება შენ რომ გამოიჩინე იმ დღეს ჩემს მიმართ
-სხვაგან მოძებნე
-ვერსად ვიპოვე... შენთან მაგიტომაც მოვედი... მომიარე რა...
-აი უსინდისო... ეს რა შარი ავიკიდე...
-მომიარე რა... ძალიან მაკლია ახლა სითბო, შენ კი ძალინ მომეწონე
-ზურა, ცოტა არ იყოს და უხერხულია როცა, ოცი წლის გოგოს რომელიც მარტო ცხოვრობს, სახლში შუაღამისას ადგები თავზე, თანაც ნასვამი, უფრო სწორად მთვრალი, მომიარეო ეუბნები და საყვედურობ რატო არ იკითხე ჩემი ამბავიო, მერე ბულიონის მომზადებას თხოვ და ამასთან ერთად ცხოვრებაში სულ მეორედ ხედავ, ზურას ეს სიტყვები აღარ მოუსმენია, კრესლოში უკვე ეძინა, ლილემ ხელები გაშალა, ღმერთი ასე რისთვის მსჯისო, ზურას თვილი პლედი მიაფარა და თვითონაც დასაძინებლად წავიდა. დილით ზურა სასიამოვნო სურნელმა გამოაღვიძა, წელი ძლინს აითრია კრესლოდან, არ ახსოვდა მაგრამ მიხვდა სადაც იყო, გაუხარდა, ისევ ბულიონს მიმზადებრო, სამზარეულოსკენ წავიდა, ფეხაკრეფით მიეპარა ლილეს და კარებში გაჩერდა, ცოტახანს უყურა მოფუსფუსე ლილეს
-ოჰ, უმადურო ლოთო, გაიყვიძე უკვე? რას გადამეკიდე? სახლი არაგაქ იქ რო წახვიდე?
-რატომ დამტოვე კრესლოში? წელი საშინლად მტკივა
-რაღაცით მაინც ხო უნდა დამესაჯე?
-ბოროტო სულო, რა დაგიშავე მაგის ფასი?
-ახლა რამდენჯერაც დათვრები კარებთან ატუზული უნდა დამხვდე და მეხვეწო მომიარეო?
ზურას გაეცინა, თავი დახარა, ხელები თვალებზე აიფარა, იქედან დაუწყო ლილეს ყურება
-ბოდიში, ვარაფერს ვიტყვი ჩემ გასასამართლებლად, შეილება შენი სააბაზანოთი ვისარგებლო?
-არა შენს უსინდისობას საზღვარი რააქვს, თუნცა რას მეკითხები? აქ ხომ სახლის მეპატრონესავით გრძნობ თავს, როცა გინდა მოდოხარ, აქაც გივლიან, გათბობენ, საჭმელს გიკეთებენ
-ვერ გავიგე შეილება თუ არ წყალი გადავივლო?
-შეიძლება
-მადლობა
-ვისწავლეთ მადლიერება?
ზურას თბილი წყალი ძალიან ესიამოვნა, მაგრამ მალე გამოვიდა აბაზანიდან, სამზარეულოში უკვე გამზადებული ბულიონი ელოდა, ზურა უსიტყვოდ მიუჯდა მაგიდას და ბულიონს სულმოუთქმელად დაეწაფა, ცოტა ხანში ლილეს ახედა
-მომეცი დაგიმატებ
-ლილე რატო აკეთებ ამას?
-რას?
-რატო ზრუნავ ჩემზე ასე?
-როგორ ასე?
-ძალიან, დედასავით, თან არაფერს მსაყვედურობ
-თუ საყვედური გიშველის, აგავსებ ახლავე საყვედურებით
-არა ეგ მართლა არ მიშველის და მაინც რატო აკეთებ ამას?
-არ ვიცი ასე გამზარედეს, როცა ვინმეს დახმარება სჭირდება და მე ეს შემიძლია ვეხმარები
-შენი აზრით მე დახმარება მჭირდება?
-ნეტა გენახა შენი თავი გუშინ, როგორ მეხვეწებოდი მომიარეო, ქვის გული კი არ მაქვს, შენ რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?
-რას? რატო ვთვრები და მერე შენ რატო გაწუხებ?
-აჰა
-არ ვიცი, სითბო მჭირდება, ახლობელი ადამიანი, რომელიც გამიგებს და არ შემიცოდებს, მომივლის და მომისმენს
-მერე მე რა შუაში ვარ? სულ მეორედ მხედავ ცხოვრებაში
-შენ დედას გავხარ და მას მახსენებ
-გახსენებ?
-ხო ერთი თვის წინ გარდამეცვალა, ზურამ საფულე გახსნა ლილეს სურათი გაუწოდა,
-ნახე რა ლამაზია... იყო
-ძალიან ახალგაზრდაა, მე შენი და ან შეყვარებული მეგონა, ძალიან ვწუხვარ, ახლა გასაგებია ყველაფერი
-თხუთმეტის იყო მე რო გამაჩინა, ვინც არ გვიცნობდა ყველა შენსავით ფიქრობდა
-მამა?
-ძაან მაგარი მამა მყავს მარა დედის სიკვდილი ჯერ ვერ მოვინელე, ის უფრო მაგარია სამსახურზე გადააქვს ყურადღება
-მერე არ გეცოდება შენ კიდე რო სანერვიულოს უმატებ?
-მეცოდება მარა თავს ვერაფერს ვუხერხებ, დედა ძალიან მიყვარდა
-დედა ყველას გვიყვარს მგრამ დაფიქრდი მოეწონებოდა ასეთ დღეში რომ ენახე?
-ხო მაგრამ ის ვერ მხედავს, ზურა იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და თავი ხელებში ჩარგო, ლილე ფთხილად მიუახლოვდა და მიიხუტა
-არ მინდა რომ გეცოდებოდე
-არ მეცოდები, ვერ იმას გეტყვირომ ვიცი ეხლა რასაც გრზნობთქო, იმიტომ რომ არ ვიცი, მე საერთოდ არ დამიკარგავს საყვარელი ადამიანი
-აი რატო ვთვრები ყოველ ღამე უგოგნოდ, მისი ღიმილის, თვალების, ხმის, სურნელის დავიწყება მინდა, ლილემ თავი გადმოაწევინა ზერას ხელები ლოყებზე დაადო და შუბლზე აკიცა
-აი რატო მოვდივარ შენთან, მის თავს მახსენებ, ისეთივე ლამაზი და მზრუნველი ხარ, მასავით თბილი ხელები გაქ და შენთან თავს მშვიდად ვგრძნობ, ზურა მთელი სიმძლავრით მიენდო ლილეს, თვალები დახუჭული ქონდა, ზალიან სიამოვნებდა ლილეს თბილი ხელები რომელიც მის სახეს ნაზად ეფერებოდა...

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 557 | დაამატა: lukito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა

რეკლამა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0