მთავარი » 2011 » მაისი » 26 » არასდროს იტირო ჩემთვის
14:01
არასდროს იტირო ჩემთვის



ზემოდან ყველაფერი სხვანაირი ჩანს,უცხო,ბნელი,ზემოთ ნათელია თუმცა..ჩემთვის სინათლე იქ იყო სადაც ის სუნთქავდა..დიახ,მე აღარ ვარ მასთან,მე მას აქედან ვუყურებ,,
ბევრჯერ გავიქეცი ღრუბლებიდან ,სასოწარკვეთილი,მისი სახის დასანახად,მისი სუნთქვის მოსასმენად,ვუსმენდი თუმცა,მე მას ვერ ვამშვიდებდი რადგან ვერ გრძნობდა ჩემს შეხებას,ქარივით ვიყავი,უბრალო ქარივით,,
es guli Shenia,ეს კი ჩემი,ჩემს გულს მოგცემ და სულ თან ატარე,გაათბე,ვიცი ქვაა მაგრამ მაინც გაათბე,შენი კი ჩემთან იქნება,როდესაც აღარ გეყვარები ჩემი გული დამიბრუნე და მე მივხვდები ყველაფერს..
მან ჩემი გული წაიღო და არასდროს დაუბრუნებია უკან,ცუდია,არ შეიძლება გაგაგებინო თუ რას ვგრძნობ რადგან ხმას ვერ ვიღებ..
ყოველ ზაფხულს,ერთი და იმავე ყვავილთან მიდიხარ,მას წყვეტ და სუფრას შლი,მაგიდაზე ორი ჭიქაა,ერთი წითელი ღვინო და პატარა იები მათ შორის..ერთ სკამზე შენ ზიხარ,მეორე კი ცარიელია,შენ მე ვერ მხედავ,მე იქ ვარ,შენს გვერდით და ძალიან ბევრჯერ გეუბნები რომ მიყვარხარ..
-მომენატრე,სად ხარ,სად..
აქ ვარ შენთან,სულ შენთან ვიყავი..
-პასუხს ისევ არ მცემ,არასდროს მპასუხობ მე კი ისე მომენატრა შენი ხმა.. არ მეუბნები რომ გიყვარვარ..
მიყვარხარ,თუ გინდა ათასჯერ გეტყვი მაგრამ,შენ ვერ გაიგებ,,
-მე შენი გული გადავაგდე და ვერ გითხარი თუ როგორ ვინანე,მე რომ მცოდნოდა,არასდროს გაგიშვებდი ხელს,გულში ჩაგიკრავდი და..იქნებ,,ის ქვა მაინც მქონოდა შენგან,მას მაინც ვაკოცებდი და ვეტყოდი რომ მიყვარს,,, მე რომ მცოდნოდა მზეს მოვწყვიტავდი და შენ გაჩუქებდი,გაჩუქებდი რადგან კიდევ ცოტა ხანი ჩემთის გენათა,,,
მისი თალებიდან ცრემლები წამოვიდა,ჩემი თითებით ცრემლების შეშრობა ვცადე მაგრამ..ამაოდ,მაშინ ჩავიკარი მე ის გულში და ცხოვრებაში პირველად,დახუჭა თვალები და ჩემი სითბო იგრძნო,ვერ მხედავდა მაგრამ მაინც იცოდა იქ რომ ვიყავი,მასთან..
დილა გათენდა,მზის სხივებმა ნაზად გაანათეს პატარა ოთახი,მან თვალები გაახილა და ხელის გულში თბილი გული ედო,რამდენი იტირა,მეც მასთან ვიყავი და ვეხვეოდი,ჩემი მკლავები კი მისთვის უბრალო სიო იყო,,,
ზარები დაირეკა და მე,ისევ იქ,ჩემს საყვარელ ღრუბელზე მოვკალათდი და მას მოვუსმინე,,მას კი მხოლოდ ჩემი გული ქონდა და სხვა არაფერი,აღარაფერი..
arasdros იტირო ჩემთვის,ისედაც გასველებ ჩემი ცრემლებით ყოველ წამს,თუნდაც ვერ იგრძნო მაინც..
არასდროს იტირო ჩემთვის..რადგან ერთადერთი ხარ ვისაც დაველოდები..

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 559 | დაამატა: lukito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა

რეკლამა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0