ამერიკელი სარძლო (1) - 26 მაისში 2011 - My Info პასუხი ყველა კითხვაზე
მთავარი » 2011 » მაისი » 26 » ამერიკელი სარძლო (1)
13:46
ამერიკელი სარძლო (1)



ბათუმის ერთერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა ერთი შეძლებული ოჯახი... ცოლ-ქმარი 2 შვილით...ერთი 25 წის ოჯახი მაინც იქნებოდა. უფროსი ვაჟი დიმიტრი 20 წლის იყო ამერიკაში სწავლობდა, ბიძია ყავდა იქ, მასთან იყო...ხოლო მეორე 17 წლის ეკო, რომელიც სკოლას ამთავრებდა... შუა ზაფხული იყო..ბათუმის ქუჩები გვალვას გადაეხმო და ფერი ეცვევინებინა...ბათუმს ცხარე მზე წვავდა, ისეთი პაპანაქება იდგა, რო ქალაქს ბუღი ასდიოდა, გეგონებოდა გახურებული თონეაო...სიცხისგან ხალხი სულს ძვილს ითქვამდა..ბათუმში იშვიათად თუ ნახავდი ადგილობრივ მცხოვრებს, ქალაქი ტურისტებით იყო გადატენილი, პლაჟზე ცარიელ ადგილს ვერ იპოვიდა, სანაპირო სავსე იყო ხალხით, თუ მისვლა დაგაგვიანდებოდა, ხშირად ქვაფენილზე მოგიწევდა დაწოლა გასარუჯად და რამდენიმე მეტრის გავლა ზღვაში ჩასასვლელად... -(ეკო) ლალაილაი...დეეეე...მაააა........... -(დედა, ციცო) ხო ეკუნდა რახდება დედი? -(ეკო) დიტომ მომწერა 3 დღეში მოვფრინავთო )) -(ციცო) მოვფრინავთო? ვაი ვაი დედა...ღმერთო შენ დამიფარე - გაასავსავა ხელები ქალმა -(გურამი) რადაგემართა? არგიხარია ბავშვი ჩამოდის? -(ციცო) მოვფრინავთო უთქვამს ბავშვისთვის, მაგან ცოლი მოიყვანე ალბათ, ღმერთო ამერიკელ თავნებას რა გაიტანს ოჟახში? სულ შეგვარცხვენს -(გურამი) რაიცი რომ ვინმესთან ერთად მოდის? -(ეკო) მოდის, მომწერა ჩემი მეგობარი ალექსი მოდის ჩემთან ერთადო, საქართველოშია დაბადებული და მხოლოდ ერთხელ იყოო, ბათუმი ძალიან მოენატრა და აინტერესებსო.. -(ციცი) ღმერთო მადლობას გიხდი....- ამოისუნთქა ქალმა... -(გურამი) დამშვიდიი, და ცოლის მოყვანაზე არ ელაპარაკო კიდევ ბავშვს რომ ჩამოვა, ახალგაზრდობა შეარგე... -(ციცო) მე შვილიშვილი სიკვდილამდე მინდა თორე მერე... -(გურამი) შვილიშვილს ყოველთვის მოესწრები... რათქმაუნდა დაიწყო კამათი ცოლ-ქმარს შორის, ეკოს ამაზე რეაქცია არც კი ქონია, მათ ოჯახში ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, უკვირდა კიდეც რატომ ცხოვრობდნენ ერთად, საუზმის დაუმტავრებლობაზეც კი ეჩხუბებოდა ცოლი ქმარს.... კვლავ მხურვალე მზე წვავდა ბათუმს...ხუთშაბათი იყო...ეკო, ციცო და გურამი აეროპორტში წავიდნენ შვილის დასახვედრად... -(ეკო) მოდის მოდის - იყვირა ეკომ და სირბილით გაექანა საყვარელი ძმისკენ. უცებ მის კისერძე აღმოჩნდა....ძალიან თბილი მომენტი იყო.... -(დიტო) მომენატრეთ უზომოდ მომენატრეთ, შენ ჩემო ძროხუკა ყველაზე მეტად - ძროხუკას ეკოს ეძახდა რადგან მსუქანი იყო, ეკო ამაზეც მიჩვეული იყო.. -(ციცო) აბა ვიღაც ალექსი მომყავსო? -(დიტო) უი სად დამრჩა ეგ ბავშვი..ალექს ალექს. -(ალექს) აქავარ - თქვა ტკბილი და მოტეხილი ქართულით, მაღალმა, ტანადმა, ეშხიანმა გოგონამ... თუ მოგწონთ გავაგრძელებ ;)

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 138 | დაამატა: lukito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა

რეკლამა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0